2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ა(ა)იპ ქ. ბათუმის ბაღების გაერთიანებისათვის საბავშვო ბაღებში სახელმძღვანელოდ „სასწავლო სააღმზრდელო პროგრამა
ბაგა-ბაღებისათვის“ დაშვების შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრმა მოამზადა სახელმძღვანელო „სასწავლო სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის“.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაშვებულ იქნეს ა(ა)იპ ქ. ბათუმის ბაღების გაერთიანებისათვის სახელმძღვანელო „სასწავლო სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის (ილიას სახელმწიფო უნივერსი-ტეტის გამომცემლობა 2012 წ. ქ. თბილისი).
2. ა(ა)იპ ქ. ბათუმის ბაღების გაერთიანებამ (დ. ფუტკარაძე) უზრუნველყოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი