2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, ბულვარის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე მდებარე ვეტერანთა კლუბისათვის, ვეტარანთა საჭადრაკო კლუბი „ნონას“ სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, ბულვარის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე მდებარე ვეტერანთა კლუბს მიენიჭოს ვეტარანთა საჭადრაკო კლუბი „ნონას“ სახელი.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნება და განკარგულების შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი