ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 47
თარიღი: 2013-03-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  „ბათუმის ავტოდრომი“-ს დაფუძნების შესახებ

           

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჩ” ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი  კარის მეორე თავის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაფუძნდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ,,ბათუმის ავტოდრომი“ (ელ. ფოსტა: Batumi.autodrom@gmail.com).

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა „არასამეწარმ­ეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ,,ბათუმის ავტოდრომი“ (შემდგომ ტექსტში – ,,ბათუმის ავტოდრომი“).

3. ,,ბათუმის ავტოდრომი“ არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

4. ,,ბათუმის ავტოდრომის“ უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

5. ,,ბათუმის ავტოდრომი“შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 

6. ,,ბათუმის ავტოდრომის“ იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის  ქ №25.

7. ,,ბათუმის ავტოდრომის“ მიზანი და ამოცანაა ქ. ბათუმში ავტოსპორტის პროპაგანდა, პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა.

8. ,,ბათუმის ავტოდრომის“ დამფუძნებელია თვითმმართველი ქალაქი - ბათუმი.

9. ,,ბათუმის ავტოდრომის“ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ერთპიროვ–ნულად ახორციელ­ებს და მის საქმიანობას ხელმძღვანელობას უწევს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო.

10. დირექტორი იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყ­ვ­ე­ტილებას ღებულობს ერთპიროვნულად.

11. ,,ბათუმის ავტოდრომის“ დირექტორად დაინიშნოს ბაჩანა მიქელაძე (დაბადებული 17. 11. 1984 წ, რუსეთი, მცხოვრები მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. #11, ბ. #1, პირადი №61001029749).

12. ,,ბათუმის ავტოდრომის“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება თვითმმართველი ქალ­ა­ქი - ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

13. ,,ბათუმის ავტოდრომის“ საკუთრებას წარმოადგენს მისი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონება, ასევე მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები.

14. ,,ბათუმის ავტოდრომს“ უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის საკუთრებაში არსებული ქონება მთლიანად ან მისი ნაწილი გაასხვისოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

15. ,,ბათუმის ავტოდრომის“ დირექტორი უფლებამოსილია დასახული მიზნის მისაღწევად დაამ­ყა­რ­ოს შრომით სამართლებრივი ურთიერთობები ქ. ბათუმის მერიის წარდგინების საფუძველზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბა­მი­ს­ად.

16. ,,ბათუმის ავტოდრომის“ დირექტორის და საზოგადოებასთან შრომით სამართლებრივ ურთ­ი­ე­რ­თ­ო­ბაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობას ქ. ბათუმის მერიის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

17. ,,ბათუმის ავტოდრომის“ ხარჯთაღრიცხვას ქ. ბათუმის მერიის წარდგინების საფუძველზე ითანხ­მ­ებს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

18. ,,ბათუმის ავტოდრომის“ საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა წესრიგდება წესდებით, რომ­ე­ლ­საც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო.  წესდება მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე განკარ­გუ­ლ­ე­ბას.

19. ,,ბათუმის ავტოდრომის“ საქმიანობაზე კოორდინაციას ახორციელებს ქ. ბათუმის მერიის კეთილ­მ­ო­­წყობის სამსახური.

20. დაევალოს „ბათუმის ავტოდრომის“ დირექტორს უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის რეგისტრაციაში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

21. ,,ბათუმის ავტოდრომის“ დირექტორმა დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად წარმო­ა­დ­გინოს საზოგადოების წესდების პროექტი.

22. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები