ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 45
თარიღი: 2013-03-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

„ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოების გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემის შემსწავლელი დროებითი უწყებრივი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის #29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოების გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემის შემსწავლელი დროებითი უწყებრივი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის #29 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და განკარგულების პირველ პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის  „  11“ პუნქტი:

„11. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს:

) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს;

 ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს;

გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს;

დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის დეპარტა-მენტის უფროსს;

ე) საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადგილობრივი დირექციის ხელმძღვანელს.“.

2. „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოების გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემის შემსწავლელი დროებითი უწყებრივი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის #29 განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული 1 თვიანი ვადის ათვლა განხორციელდეს წინამდებარე განკარგულების მიღების დღიდან.

 

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

   

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები