2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №49
2011 წლის 31 აგვისტო
ქალაქი ბათუმი
„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. „ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 16.02.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დადგენილება არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და კულტურუ-ლი მემკვიდრეობის დამცავ ზონებზე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მის დამცავ ზონებში მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე