ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 43
თარიღი: 2013-03-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

                                             

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ქობულეთის მუნიციპალიტეისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წლის  13 თებერვლის #01-43/222 წერილით მომართა ქ. ბათუმის მერიას,  ქობულეთის მუნიციპალიტეტისადმი „ბოგდანი“-ს ტიპის ავტობუსების გადაცემის თაობაზე, რომლებიც გამოყენებული იქნება ქ. ქობულეთის #1 და #2 მარშრუტებზე და სოფლების - ზენითის, აჭყვისთავის, ჯიხანჯურის, გვარა-ხუცუბნის, ზედა სამების, კვირიკეს, დაგვას და ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნულ მარშრუტებს ადრეც ემსახურებოდა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ბალანსზე რიცხული „ისუზუ ბოგდანი A092“ მარკის 10 ერთეული  ავტობუსი და შესაბამისად ექსპლუატაციის ხარჯებს წევდა შპს „ბათუმის ავტოტრანს-პორტი“. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 თებერვლის #02/75 ბრძანებით, შპს „ბათუმის ავტოტრანს-პორტი“-ს კაპიტალში დამატებითი შენატანების უკან დაბრუნებით საზოგადოების კაპი-ტალიდან ამოღებული იქნა „ისუზუ ბოგდანი A092“ მარკის 10 ერთეული  ავტობუსი და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტ-როს მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში.  

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული, 56 320,00 (ორმოცდათექვსმეტი ათას სამასოცი) ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების „ისუზუ ბოგდანი A092“ მარკის 10 ერთეული  ავტობუსი თანახმად დანართისა.

2. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის მიზნით, შესაბამის ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს . ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფროსს რეზო ხახვას.

3. წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ქონების ქობულეთის მუნიციპა-ლიტეტისათვის გადაცემის პროცედურების დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2013 წლის 20 აპრილისა, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯების გაწევა დაევალოს    შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“.

4. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთაჭარა“-ში გამო­ქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.#30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები