ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 41
თარიღი: 2013-03-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და  მათი საპრივატიზებო

საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის #158

 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტისდა „ქ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და  მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის #158 განკარულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებული იქნას განკარგულებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული  საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის (დანართი 1) მე-4 პუნქტი;

ბ) განკარგულებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული  საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხის და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის (დანართი 1) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით (რედაქციით):

 

#

საპრივატიზებო ობიექტის მისამართი

საპრივატიზებო ობიექტის სახეობა

საპრივატიზებო ობიექტის ფართობი კვ.მ.-ში

საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი

ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი (ლარი)

24

. ბათუმი, ბარათაშვილის #43

არასაცხოვრებელი ფართი, მასზე წილობროვად დამაგრებული არასასოფლო-სამეუ-რნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით

133,40

სარეგისტრაციო ¹05.02.48.007.01.507 

110 000

 

გ) განკარგულებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხის და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის (დანართი 1) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით (რედაქციით):

 

#

საპრივატიზებო ობიექტის მისამართი

საპრივატიზებო ობიექტის სახეობა

საპრივატიზებო ობიექტის ფართობი კვ.მ.-ში

საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი

ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი (ლარი)

35

ქ. ბათუმი, დასახლება ურეხში მდებარე

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

387,0

სარეგისტრაციო ¹05.31.07.186

25 600

 

დ) განკარგულებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული  საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხას და მათ საპრივატიზებო საწყისი ფასს (დანართი 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) 59-62-ე პუნქტები (საპრივატიზებო ობიექტები, მათი საწყისი გასაყიდი ფასით):

 

#

საპრივატიზებო ობიექტის მისამართი

საპრივატიზებო ობიექტის სახეობა

საპრივატიზებო ობიექტის ფართობი კვ.მ.-ში

საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი

ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი (ლარი)

59

ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ.№127

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

3 003,00

სარეგისტრაციო ¹05.26.02.089

348 500

60

ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ.№127

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

6 005,00

სარეგისტრაციო ¹05.26.02.092

698 000

61

ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ.№127

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

3 373,00

სარეგისტრაციო ¹05.26.02.093

392 000

62

ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ.№2

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

82,00

სარეგისტრაციო ¹05.23.04.040

27 100

 

2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთაჭარა“-ში გამო­ქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.#30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები