2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის 2013 წლის
სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 19 ნოემბრის #262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბრის №262 განკარგულებაში და ამ განკარგულებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მერიის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის #14 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი