ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 38
თარიღი: 2013-03-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

             

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის 299 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის 299 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:

ა) პროგრამა „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა“ პრო-გრამული კოდი 06 02 01 (დანართი 13);

ბ) პროგრამა „ვეტერანებისა, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა“ პროგრამული კოდი 06 02 04 (დანართი 16);

გ) პროგრამა „უპოვართა და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა  მოვლა-პატრონობა“, პროგრამული კოდი 06 02 05 (დანართი 17);

დ) პროგრამა „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროექტის თანადაფინანსება“, პროგრამული კოდი 06 02 15 (დანართი 24).

 2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის 61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის  29 მარტის M#14 დადგენილების ამოქმედების დღიდან.

  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები: 

 

 

პროგრამა „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით უზრუნველყოფა“ პრო-გრამული კოდი 06 02 01 (დანართი 13);


პროგრამა „ვეტერანებისა, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა“ პროგრამული კოდი 06 02 04 (დანართი 16);


პროგრამა „უპოვართა და მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა  მოვლა-პატრონობა“, პროგრამული კოდი 06 02 05 (დანართი 17);


პროგრამა „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროექტის თანადაფინანსება“, პროგრამული კოდი 06 02 15 (დანართი 24).

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები