2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #297 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულებას დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი – პროგრამა „საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 03 02 03 (დანართი 19);
ბ) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ბ.ა) პროგრამა „გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 01 01(დანართი 1);
ბ.ბ) პროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 02 01 (დანართი 3);
ბ.გ) პროგრამა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბი-ლიტაციის პროექტის თანადაფინანსება“, პროგრამული კოდი 03 02 04 (დანართი 4);
ბ.დ) პროგრამა „ქალაქის დასუფთავება“, პროგრამული კოდი 03 02 05 (დანართი 5);
ბ.ე) პროგრამა „გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 02 07 (დანართი 7);
ბ.ვ) პროგრამა „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა“, პროგრამული კოდი 03 03 01(დანართი 9);
ბ.ზ) პროგრამა „ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 03 03 04 (დანართი 10);
ბ.თ) პროგრამა „ქალაქის გაფორმება“, პროგრამული კოდი 03 03 05 (დანართი 11);
ბ.ი) პროგრამა „ქალაქის გამწვანების ღონისძიებები“ პროგრამული კოდი 03 03 07 (დანართი 13);
ბ.კ) პროგრამა „სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“ პროგრამული კოდი 03 03 09 (დანართი 15);
2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის M#14 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილები:
პროგრამა „გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 01 01(დანართი 1);
პროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 02 01 (დანართი 3);
პროგრამა „ქალაქის დასუფთავება“, პროგრამული კოდი 03 02 05 (დანართი 5);
პროგრამა „გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“, პროგრამული კოდი 03 02 07 (დანართი 7);
პროგრამა „ქალაქის გაფორმება“, პროგრამული კოდი 03 03 05 (დანართი 11);
პროგრამა „ქალაქის გამწვანების ღონისძიებები“ პროგრამული კოდი 03 03 07 (დანართი 13);
პროგრამა „სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“ პროგრამული კოდი 03 03 09 (დანართი 15);