2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №17
2013 წლის 29 მარტი
ქალაქი ბათუმი
ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების
ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოში შექმნილი ფრაქციების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოში არსებული ფრაქციები-სათვის მოწვეული იქნას თითო სპეციალისტი;
2. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით;
3. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელთა სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან გათავისუფლება ხორციელდება ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს წარდგინებიდან ერთი თვის ვადაში;
4. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელი უზრუნველყოფს:
ა) ფრაქციის სხდომების მომზადებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) ფრაქციის მიერ საკრებულოში განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
გ) ფრაქციის თავმჯდომარის წერილებისა და კორესპოდენციების მომზადებას;
დ) ფრაქციის და ფრაქციის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ე) ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
5. დადგენილებით განსაზღვრული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების შესაბამისი დაფინანსება განხორციელდეს თვითმმართველი ქ. ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტით საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი