ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 23
თარიღი: 2013-06-06
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები


თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №23

2013 წლის 23 მაისი

ქალაქი ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონ­ის, საქართ­ველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 08 ივლისის № 1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დებულებები“-ს 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუ­ნ­ქ­ტ­ის, „თვითმმარ­თვე­ლი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სი­ვრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში შესატანი ცვლილებებისა და და­მა­ტე­ბების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 16 აგვისტოს №205 განკარგულებისა და „თვითმ­მარ­თ­ველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცე­ბი­სა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქთმშენებ­ლობითი) სხვა დოკუმე­ნ­­ტა­ციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებ­უ­ლოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატე­ბე­ბის შეტანის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგე­ნი­ლე­ბის პროექტის მოსამზა­დებ­ლად ადმინისტრა-ციული წარმოების დაწყების შესახ­ებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 16 აგვისტოს №206 გან­კა­რგულების შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბა­თ­უ­მის მიწათსარგებლობის გენერალური გეგ­მ­ის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბა­თ­უმის საკრებულოს 2009 წლის 27 თე­ბე­რვლის №4-1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ #28; 12-13 მარტი, 2009 წ. გვ: 14, 15, 16) შეტანილი იქნას ცვლილება და თანდართული (გრაფიკული) სახით დამტკიცდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზო­ნი­რების ახალი რუკა (1.1).

2. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შესვ­ლ­ის შემდეგ, საკრებულოს რეგლა­მენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს თვით­მმა­რ­თველი ქალაქის - ბათუმის საკრე­ბულოს ინტერნეტგვერდზე  და გაზეთ „აჭარა“-ში.

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  

 

 

 

       საკრებულოს თავმჯდომარე                                                 ირაკლი ჩავლეიშვილი

 

იხილეთ მიმაგრტებული ფაილი: 
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები