ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 24
თარიღი: 2023-09-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

დადგენილება N24
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალურიგეგმის დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის,საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული დასამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019წლის 03 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა დაქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ს მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:


მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, ადლიას ქუჩა N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ-05.32.21.057)მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის დამტკიცდეს განაშენიანებისდეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროსსაპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ-N05.32.21.057) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებულიპროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ს ოდენობით საცხოვრებელიფართობით ან იგივე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე
რამაზ ჯინჭარაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები