ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 21
თარიღი: 2023-09-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დადგენილება N21 - „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს №18 დადგენილებაშიცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისშესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებაში(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი matsne.gov.ge, 04/08/2021; სარეგისტრაციოკოდი: 190020020.35.132.016524) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულიდანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონული პლატფორმის გამოყენების, სისტემის მომხმარებლების პერსონალურიმონაცემის დამუშავების წესებს და პირობებს ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისმერი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მის სისტემაში შემავალი ორგანიზაცია) უფლე‐ბამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმ‐დებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციისსამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულიპერსონალური მონაცემები.“.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე
რამაზ ჯინჭარაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები