ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 2
თარიღი: 2013-01-31
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

 

2

 

2013 წლის 31 იანვარი

ქალაქი ბათუმი

 

 

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

 მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 1. დადგინდეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-სა.

 2. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი №2-სა.

 3. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა), თანახმად დანართი №3-სა.

 4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკულ ნაწილს.

5. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთ­რებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №5 დადგენილება.

   6. დადგენილება ამოქმედდეს მისი გამო­ქვეყ­ნების­­თანავე.

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                   გიორგი კირთაძე

 

 

 

დანართი №1

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკრებულოს დადგენილება

2013 წლის 31 იანვარი №2

 

სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

 

1. თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცი­რებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიუ–ლი ფასი;

ბ) IMG - არის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75-ს;

გ)  ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრება:

გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,5-ს;

გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,4-ს;

გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 1,2-ს;

გ.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის - 1-ს;

გ.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის - 1-ს;

გ.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 0,8-ს;

გ.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 0,6-ს;

გ.თ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 0,6-ს;

გ.ი) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 0,5-ს;

დ) C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის.

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს:

ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1500-ს;

ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1250-ს;

ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის - 750-ს;

ე.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის - 600-ს;

ე.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის - 450-ს;

ე.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 425-ს;

ე.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 400-ს.

ე.თ პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის - 330-ს.

ე.ი) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის - 225-ს;

2. პირველი პუნქტის მიხედვით თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

 

ზონა (ქვეზონა)

IMG

ITL

C

K

CN  (ლარი)

ცენტრალური ზონა

I ქვეზონა

0,75

1,5

0,24

1500

405

II ქვეზონა

0,75

1,4

0,24

1250

315

III ქვეზონა

0,75

1,2

0,24

750

162

შუალედური ზონა

I ქვეზონა

0,75

1

0,24

600

108

II ქვეზონა

0,75

1

0,24

450

81

პერიფერიული ზონა

I ქვეზონა

0,75

0,8

0,24

425

61.2

II ქვეზონა

0,75

0,6

0,24

400

43.2

III ქვეზონა

0,75

0,6

0,24

330

35.64

IV ქვეზონა

0,75

0,5

0,24

225

20.25

დანართი №2

 

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის

საკრებულოს დადგენილება

2013 წლის 31 იანვარი №2

 

 

 

ქვეზონები

ქ. ბათუმის ზონების (ქვეზონების) აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

I ქვეზონა

 აიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთ მიმართულებით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გასწვრივ  ს.ჟღენტის ქუჩამდე და ს. ჟღენტის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩის კუთხემდე. ნინოშვილის ქუჩა ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა „შავი ზღვის ტბამდე”, ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ჟილინის არხამდე და ზღვის სანაპირო.

1,5

 

II ქვეზონა

საიახტო კლუბის ნავმისადგომიდან აღმოსავლეთით ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკამდე, ზღვისპირა ზოლის ფეხით მოსიარულეთა ბილიკით ს.ჟღენტის ქ.-მდე,ს.ჟღენტის ქ.-დან ნინოშვილის ქ.-ის კუთხემდე, ნინოშვილის ქუჩა (კენტი მხარე) ბოლომდე, ნინოშვილის ქუჩის ბოლოდან ბულვარის ხეივნის გასწვრივ რუსთაველის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა (კენტი მხარე) „შავი ზღვის ტბამდე” ბულვარის ხეივნის გასწვრივ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე, ჟილინის არხის გასწვრივ ინასარიძის და ტბელ აბუსერიძის ქუჩამდე, ტბელ აბუსერიძის ქუჩის (კენტი მხარე), ჭავჭავიძის ქუჩის (ლუწი მხარე), წერეთლის ქ. (ლუწი მხარე) შავშეთის ქ.-მდე, შავშეთის ქ. (ლუწი მხარე) გოგებაშვილის ქ.-მდე, გოგებაშვილის ქუჩა (კენტი მხარე), თამარ მეფის გზატკეცილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე.

1,4

 

III ქვეზონა

გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან, ჭავჭავაძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩების კვეთიდან მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე წერეთლის ქუჩის ლუწ მხარეს, წერეთლისა და შავშეთის ქუჩების ბაქოს ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, ბაქოს ქუჩისა და შავშეთის ქუჩის კვეთიდან ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის კვეთამდე ბაქოს ქუჩის ლუწ მხარეს, ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გზატკეცილის კვეთიდან გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ერისთავის ქუჩამდე გოგოლის ქუჩის ლუწ მხარეს, ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კვეთამდე ერისთავის ქუჩის კენტ მხარეს, ერისთავისა და ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩების კვეთიდან შავშეთის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის ლუწ მხარეს, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შაფათავას ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს, შავშეთისა და შაფათავას ქუჩების კვეთიდან სულაბერიძის ქუჩის კვეთამდე შაფათავას ქუჩის ლუწ მხარეს, სულაბარიძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონის ქუჩის კვეთამდე გურამიშვილის ქუჩის ლუწ მხარეს, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთიდან გრიბოედოვის ქუჩამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს და ბაგრატიონისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთამდე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.     

 

1,2

 

 

შუალედური ზონა

 

I ქვეზონა

  

ა) ტბ.აბუსერიძის ქ.-ისა და აჭარის გზატკეცილის კვეთიდან (წრიული-დან) აჭარის გზატკეცილით ხახულის ქუჩამდე, ხახულის ქუჩა ლეონიძის ქუჩამდე,ლეონიძის ქუჩა (ლუწი მხარე) გენ. ა. აბაშიძის ქუჩამდე, გენ.  ა. აბაშიძის ქუჩის ლუწი მხარე სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე,სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის (ლუწი მხარე) ლერმონტოვის ქუჩამდე, ლერმონ-ტოვის ქუჩის (ლუწი მხარე) ბაგრატიონის ქუჩამდე,ბაგრატიონის ქუჩა (კენტი მხარე) გრიბოედოვის ქ.-მდე, გრიბოედოვის ქ. (ლუწი მხარე) ჭავჭავაძის ქ.-მდე, ტბელ აბუსერიძის ქ.ლუწი მხარე), ტბელ აბუსერიძის ქ.-ისა და აჭარის გზატკეცილის კვეთამდე (წრიულამდე).

 ბ) მდინარე ჭოროხიდან ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი კვარიათის მიმართულებით, შემდეგ ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი შავი ზღვის სანაპირომდე, შავი ზღვის სანაპირო მდინარე ჭოროხის შესართავამდე.

  გ) მდინარე ჩაქვისწყლისა და შავი ზღვის შესართავიდან შავი ზღვის სანაპირო განთიადის დასახლებამდე (თანახმად დანართი #3-სა), განთიადის დასახლებიდან ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვა-რი დაბა ჩაქვის მიმართულებით და შემდგომ მდინარე ჩაქვისწყლისა და შავი ზღვის შესართავამდე.

1

 

II ქვეზონა

 

ნონეშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან (ბარცხანის ხიდიდან) თამარ მეფის გამზირის (გზატკეცილის) მარჯვენა მხარე განთიადის დასახლებამდე, განთიადის, თამარისა და ბარცხანის დასახლება (თანახმად დანართი #3–სა) ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩების კვეთამდე, ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩების კვეთიდან ნონეშვილის ქუჩის ლუწი მხარე ნონეშვილისა და თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე.

 

1

 

 

პერიფერიული ზონა

 

I ქვეზონა

 

 ა) ხახულისა და ლეონიძის ქუჩების კვეთიდან  გენ. ა. აბაშიძის ქუჩამდე ლეონიძის ქუჩის (კენტი მხარე), სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე გენ. ა. აბაშიძის ქუჩის (კენტი მხარე), ლერმონტოვის ქუჩამდე სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის (კენტი მხარე), ბაგრატიონის ქუჩამდე ლერმონტოვის ქუჩის (კენტი მხარე), გურამიშვილის ქუჩის კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის, სულაბერიძისა და შაფათავას ქუჩების კვეთამდე გურამიშვილის ქუჩის (კენტი მხარე), შავშეთის ქუჩამდე შაფათავას ქუჩის (კენტი მხარე), შავშეთისა და შაფათავას ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სერგი მესხის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის (ლუწი მხარე), მამია ვარშანიძისა და სერგი მესხის ქუჩების გადაკვეთიდან ხახულის ქუჩის მიმართულებით მამია ვარშანიძის ქუჩის მარჯვენა მხარე ხახულის ქუჩამდე, მამია ვარშანიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩის მარჯვენა მხარე ხახულისა და ლეონიძის ქუჩების შეერთებამდე. 

   ბ) ჟილინის არხის მარცხენა სანაპიროდან  შავი ზღვის სანაპირომდე, შავი ზღვის სანაპიროდან აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ჩათვლით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მდინარე ჭოროხის მხარე ბათუმის – სარფის საავტომობილო გზამდე, ბათუმის – სარფის გზა (თანახმად დანართი #3–სა) ჟილინის არხის მარცხენა სანაპირომდე. 

0,8

 

II ქვეზონა

შავშეთის, მამია ვარშანიძის და სერგი მესხის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კვეთამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, შავშეთისა და ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩების კვეთიდან ერისთავის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის ქუჩის კენტ მხარეს, ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძისა და ერისთავის ქუჩების კვეთიდან გოგოლის ქუჩის კვეთამდე ერისთავის ქუჩის ლუწ მხარეს, ერისთავისა და გოგოლის ქუჩების კვეთიდან ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გოგოლის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილის ქუჩისა და გოგოლის ქუჩის კვეთიდან ფაღავას ქუჩის კვეთამდე ნონეშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ნონეშვილისა და ფაღავას ქუჩის კვეთიდან თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრამდე ფაღავას ქუჩას, თვითმმართველ ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებით მამია ვარშანიძის და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთამდე (შედის ე.წ. გოროდოკის დასახლება და „თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 18 დეკემბრის №743-ს დადგენილებით თვითმმართველ ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიები) და მამია ვარშანიძის და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.

0,6

 

III ქვეზონა

დ. თავდადებულისა და მ. ვარშანიძის ქუჩების გადაკვეთიდან მ. ვარშანიძის ქუჩის მარცხენა მხარე ხახულის ქუჩის მიმართულებით ხახულის ქუჩამდე, ხახულის ქუჩის მარცხენა მხარე ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ბათუმი-სარფის მიმართუ-ლებით არსებულ საავტომობილო გზამდე (თანახმად დანართი 3-სა), ბათუმი-სარფის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზის მარცხენა მხარე მდინარე ჭოროხამდე, მდინარე ჭოროხიდან ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი კაპანდიბისა და შემდეგ ურეხის დასახლების მიმართულებით ისევ დ. თავდადებულისა და მ. ვარშანიძის ქუჩების გადაკვეთამდე (თანახმად დანართი #3-სა).

0,6

 

IV ქვეზონა

მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარე ბათუმი სარფის საავტომობილო გზიდან შავი ზღვის სანაპირომდე, შავი ზღვის სანაპირო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიჯნამდე, აეროპორტის მიჯნა ბათუმი–სარფის საავტომობილო გზამდე.

 

 

0,5

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: ნორმატივი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები