ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 33
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს წარმოებაშია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 31.05.2012 წელს გაცემული N3/ბ-7-2012 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც ჯანგულ მიქელაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და დაევალა კახაბრის თემის საკრებულოს (რომლიც უფლებამონაცვლეს სააღსრულებო ფურცლის მიხედვით წარმოადგენს ქ. ბათუმის საკრებულო) გამოუყოს მას, სოფელ ადლიაში სადაო 882 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და განუსაზღვროს მას ამ ფართობით სარგებლობის წესი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შესწავლილ იქნა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ასევე საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ მოდავე მხარეები (ჯანგულ მიქელაძე, ჯულიეტა შავაძე (იოსებ შავაძის მემკვიდრე) და ნაზი შავაძე).

როგორც საქმის მასალებიდან და ზეპირი მოსმენის დროს მხარეთა განმარტებებიდან ირკვევა აღნიშნულ საქმეზე მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს წლების განმავლობაში, საქმის ირგვლივ მიღებულ იქნა არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილიდან  ირკვევა, რომ ჯანგულ მიქელაძე, როგორც მრავალსულიანი ოჯახის ცალკე კომლი წლების განმავლობაში ითხოვდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფას. ამ დროს იოსებ და ნაზი შავაძეებს გააჩნდათ საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმის ზევით ანამეტი მიწის ნაკვეთები, კერძოდ იოსებ შავაძეს 495 კვ.მ., ხოლო ნაზი შავაძეს 387 კვ.მ. (რომლის ფართობის ჯამს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში მითითებული 882 კვ.მ.), რომელიც როგორც ზედმეტი მიწის ნაკვეთი მიეკუთვნებოდა საკარმიდამო მიწის სარეზერვო ფონდს.

სწორედ  იოსებ შავაძისა და ნაზი შავაძის ზემოაღნიშნული ანამეტი მიწის ნაკვეთები (რომელიც ირიცხებოდა სარეზერვო ფონდში) გამოყოფილ იქნა ჯანგულ მიქელაძისათვის ჯერ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, ხოლო შემდეგ ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოს გამგეობის მიერ. საქმის მასალების მიხედვით შემდგომში სადაო შეიქმნა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კერძოდ ქუთაისის სააპაელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის სექტემბრის გადაწყვეტილების შესავალში აღნიშნულია, რომ აპელანტის (იოსებ შავაძის მემკვიდრის ჯულიეტა შავაძის წარმომადგენლის – ლერი დუმბაძის) მითითებით ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოს გამგეობამ არასწორად გადაწყვიტა საკითხი და სადაო 882 კვ.მ,. მიწის ნაკვეთი მთლიანად გამოყო იოსებ შავაძის მიწის ნაკვეთის ხარჯზე, როდესაც ნაწილი უნდა გამოყოფილიყო იოსებ შავაძის ანამეტი მიწის ნაკვეთიდან და ნაწილი ნაზი შავაძის ანამეტი მიწის ნაკვეთის ხარჯზე. ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სქმეთა პალატის 2009 წლის სექტემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია შემდეგი: 2009 წლის 15 ივლისის საინჟინრო–ტექნიკური ექსპერტიზისN1555/5 დასკვნით დადგენილია რომ ხელვაჩაურში, სოფელ ადლიაში ჯანგულ მიქელაძისათვის გამოყოფილი 882 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას, მისთვის ჯანგულ მიქელაძისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა იოსებ შავაძის ტერიტორიიდან, ხოლო იქ თავისუფალ მდგომარეობაშია 460 კვ.მ,.-ია და არა 882 კვ.მ. ამიტომ ამ ფორმით ჯანგულ მიქელაძისათვის 882 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემა შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინის-ტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვა-ჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილება და დაევალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რომლის უფლებამონაცვლე ამ დროისათვის არის თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე საკრებულოს მიაჩნია, რომ ჯანგულ მიქელაძეს საკუთრებაში უნდა გამოეყოს  ქ. ბათუმში, ადლიის დასახლებაში მდებარე, ჯულიეტა შავაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის ზევით ანამეტის სახით თავისუფალ (არარეგისტრირებულ) მდგომარეობაში არსებული 371 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ნაზი შავაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის ზევით ანამეტის სახით თავისუფალ (არარეგისტრირებულ) მდგომარეობაში არსებული 315 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შემდეგ გარემოებათა გამო:

– სააღსრულებო ფურცლის  მიხედვით ჯანგულ მიქელაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და დაევალა კახაბრის თემის საკრებულოს (რომლიც უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ქ. ბათუმის საკრებულო) გამოუყოს მას, სოფელ ადლიაში სადაო 882 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და განუსაზღვროს მას ამ ფართობით სარგებლობის წესი.

– სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით სადაო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა იოსებ და ნაზი შავაძეების საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ზევით არსებული ანამეტი მიწის ნაკვეთი, რომელიც ირიცხებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთების სარეზერვო ფონდში.

– დღეისათვის იოსებ შავაძისა (მემკვიდრის ჯულიეტა შავაძისა) და ნაზი შავაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობის ზევით ანამეტი, არარეგისტრი-რებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის სახით დარჩენილია 686 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (კერძოდ ჯულიეტა შავაძის ანამეტი მიწის ნაკვეთი შეადგენს 371 კვ.მ.–ს, ხოლო ნაზი შავაძის ანამეტი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 315 კვ.მ.–ს).

– ჯანგულ მიქელაძეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სახით უნდა გამოეყოს სწორედ ზემოაღნიშნული 686 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ვინაიდან სადაო მიწის ნაკვეთის ტერიტორიდან ამაზე მეტი ფართობის გამოყოფა შეუძლებელია ვინაიდან დანარჩენი ფართობი იმყოფება ჯულიეტა შავაძისა და ნაზი შავაძის საკუთრებაში. ამდენად ჯანგულ მიქელაძეს ვერ გამოეყოფა სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული 882 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამასთან ჯანგულ მიქელაძემ განაცხადა თანხმობა მისთვის შემცირებული 686 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, რაზედაც თანხმობის ნიშნათ წაროადგინა მისთავის გამოსაყოფი 686 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომელიც მომზადებულია მისივე დაკვეთით.

– რაც შეეხება სარგებლობის წესს ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითე-ბულია, რომ  გამოეყოს ჯანგულ მიქელაძეს სადაო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ამდენად აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას უნდა გადაეცეს საკუთრებაში, რადგან საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დღეისათვის იგივეა რაც საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

– ამასთან ვინაიდან დასახელებული ტერიტორია წარმოადგენს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შესაბამისად ჯანგულ მიქელაძეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა გამოეყოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 31 მაისს გაცემული N3/ბ-7-2012 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

1. ჯანგულ მიქელაძეს (პN 61006004916) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სახით საკუთ-რებაში გადაეცეს:

ა) ქ. ბათუმში, ადლიის დასახლებაში მდებარე 371,0 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თანახმად თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა;

ბ) ქ. ბათუმში, ადლიის დასახლებაში მდებარე 315,0 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თანახმად თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზისა;

2. საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულებით ჯანგულ მიქელაძისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების საკრებულოს ბეჭდით დამოწმება.

3. განკარგულება ძალაშია საკრებულოს ბეჭდით დამოწმებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით ნახაზებთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. განკარგულება მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით ნახაზებთან ერთად ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რის საფუძველზეც ჯანგულ მიქელაძეს წარმოეშვება საკუთრების უფლება.

4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.  

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

                             საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები