2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N12
27 ივნისი 2023 წ.
ქ. ბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზედაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმოქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზედაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმოქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში(გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge გამოქვეყნებისთარიღი: 01/03/2021 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016509) შევიდეს ცვლილება დადადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი“-ს მე-3 მუხლისპირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ა(ა)იპ„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ,ოფიციალურ ვებგვერდზე - „inspection.batumi.gov.ge“, შესაბამის ველში.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 ივლისიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე
რამაზ ჯინჭარაძე