2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“-ს წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის #250 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“-ს წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის #250 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული წესდების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოქმედებითი პერსონალი:
ა) ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი;
ბ) ვოკალური ანსამბლი;
გ) კამერული ორკესტრი;
დ) სასულე ორკესტრი;
ე) როკ-ანსამბლი „ბეთლემი“;
ვ) ქალთა კამერული გუნდი;
ზ) ქორეოგრაფიული სტუდია;
თ) მეგობრობის სახლი;
ი) ჯაზ-ბიგ ბენდი;
კ) კახაბრის კლუბი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი