2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
`არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
„ბათუმის საცხენოსნო კლუბის“ წესდების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ჩ” ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის საცხენოსნო კლუბის“ წესდება, თანახმად დანართისა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს განკარგულება
2013 წლის 28 თებერვალი №31
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _
„ბათუმის საცხენოსნო კლუბის“
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სახელწოდება და იურიდიული მისამართი:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,ბათუმის საცხენოსნო კლუბი“ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,ბათუმის საცხენოსნო კლუბი“ (შემდგომ ტექსტში – კლუბი).
3. კლუბის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.
4. კლუბის ელექტრონული მისამართია: batumiriding@gmail.com
მუხლი 2. კლუბის სტატუსი:
1. კლუბი არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
2. კლუბის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციის მომენტიდან.
3. კლუბი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კლუბს აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
5. კლუბი კანონმდებლობით და ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მოსარჩლედ და მოპასუხედ სასამართლოში და არბიტრაჟში, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.
6. კლუბს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, შტამპი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში კლუბი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების წინაშე, რომელიც ახორციელებს დამფუძნებლის უფლებამოსილებებს.
თავი II. საქმიანობის საგანი
მუხლი 3. კლუბის ძირითადი მიზანი და ფუნქციები:
კლუბის ძირითადი მიზანი და ფუნქციაა ცხენოსნობის, როგორც სპორტული, გამაჯანსაღებელი და ტურისტული მიმართულების პოპულარიცაზია და მისი განვითარების ხელშეწყობა.
მუხლი 4. კლუბის უფლებები და ვალდებულებები:
1. კლუბი დაკისრებული ვალდებულებებისა და ამოცანების განსახორციელებლად უფლება აქვს:
ა) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებები, აგრეთვე, განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან; მათ შორის დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირებთან;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეწარმეო საქმიანობა; ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;
გ) დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;
დ) შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული სარგოს ოდენობის შესაბამისად;
ე) განსაზღვროს დაწესებულების ხარჯთაღრიცხვა ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. კლუბი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
თავი III. კლუბის მართვა და კომპეტენცია
მუხლი 5. კლუბის მართვა:
1. კლუბის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდების შესაბამისად.
2. კლუბს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ერთპიროვნულად ეკისრება დაწესებულების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
3. კლუბის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
4. დირექტორისათვის შრომითი ურთიერთობის დრობით შეჩერების დროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. კლუბის საქმიანობაზე კოორდინაციას ახორციელებს ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახური.
მუხლი 6. კლუბის დირექტორის უფლებამოსილება:
1. დირექტორი:
ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს დაწესებულების საქმიანობას, მოქმედებს დაწესებულების სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში;
ბ) იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს ერთპიროვნულად, გარდა იმ საკითხებისა, რომელიც საჭიროებს დამფუძნებელთან შეთანხმებას;
გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ წესდებისა და დაწესებულების საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
დ) პერსონალურად პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობის სწორად წარმართვაზე, დაწესებულების ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ე) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაწესებულების ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
ვ) უფლებამოსილია დასახული მიზნების მისაღწევად დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქალაქ ბათუმის აღმასრულებლი ორგანოს მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;
ზ) უფლებამოსილია შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს ქალაქ ბათუმის აღმასრულებლი ორგანოს მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესაბამისად;
თ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს (დებს ხელშეკრულებებს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების თანამშრომლებს;
ი) ანაწილებს ფუნქციებს დაწესებულების თანამშრომლებს შორის (რაზედაც გამოსცემს ბრძანებას), აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დაწესებულების ზედამხედველობას თანამშრომლების საქმიანობაზე, მართავს თათბირებს, პერიოდულად ისმენს ანგარიშს თანამშრომელთა საქმიანობის შედეგების თაობაზე, დაწესებულების სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას დაწესებულების თანამშრომლებსა და სხვა პირებზე.
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დაწესებულების თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები;
ლ) უფლებამოსილია დაწესებულების სახელით გახსნას და დახუროს საბანკო ანგარიშები, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან ათანხმებს დაწესებულების ხარჯთაღრიცხვას;
ნ) ადგენს და ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბალანსს;
ო) ამტკიცებს დაწესებულების თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს;
პ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, თანამშრომელთა და დამსვენებლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
ჟ) ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს დაწესებულების ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
რ) ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების წინაშე;
ს) ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს წარუდგენს დაწესებულების წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტს, წინადადებებს დაწესებულების საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ წესდებით და მათ შესაბამისად მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ჯგუფები, კომისიები და უხელმძღვანელოს მას.
თავი IV. სტრუქტურა
მუხლი 7. კლუბის სტრუქტურა:
1. კლუბის შემადგენლობაში სტრუქტურულად შედის დირექტორი, მთავარი მწვრთნელი, იურისტი, ბუღალტერი, უფროსი მეჯინიბე, ინსტრუქტორი, მეჯინიბე, მჭედელი.
2. კლუბის სტრუქტურაში შემავალი თანამშრომლების რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით.
თავი V. ქონება
მუხლი 8. კლუბის ქონება:
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების კლუბს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კლუბის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე დაწესებულების ფუნქციონირების განმავლობაში მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება.
3. კლუბის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას:
კლუბს შეუძლია მხოლოდ დამფუძნებლის თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა;
ბ) გადაცემული ქონების გასხვისება;
გ) გადაცემული ქონების იჯარით გაცემა;
დ) სესხის აღება;
ე) თავდებობა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები კლუბის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
თავი VI. ფინანსები
მუხლი 10. კლუბის ფინანსები:
1. კლუბის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი შემოწირულობები, გრანტები;
გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კლუბის მიერ სხვა იურიდიული, თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული მომსახურების შედეგად;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. კლუბის ნებისმიერი შემოსავალი უნდა მოხმარდეს მხოლოდ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. დაწესებულების სახსრების სხვაგვარად გამოყენება დაუშვებელია.
თავი VII. საქმიანობის კონტროლი
მუხლი 11. კლუბის საქმიანობის კონტროლი:
1. კლუბის საქმიანობის საერთო კონტროლს ახორციელებს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოები.
2. კლუბის საქმიანობის კონტროლი მოიცავს დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. კლუბის საქმიანობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოები ნიშნავს აუდიტორს.
4. კლუბის საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 12. კლუბის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია:
1. კლუბის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულო.
2. კლუბის ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.