ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 30
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

ქალაქ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში არსებული გერმანელი ტყვეების საფლავების კეთილმოწყობის ღონისძიებათა შესახებ

 

ცნობილია, რომ  ქ. ბათუმში მახინჯაურის დასახლებაში არსებობს გერმანელი ტყვეების საფლავები. ხშირია შემთხვევები, როდესაც გერმანიის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, თუ ტურისტად მყოფი ადამიანები მიდიან და ნახულობენ ამ საფლავებს, რომელიც თითქმის განადგურების პირასაა, რაც ბუნებრივია ქმნის გარკვეულ უხერხულობებს. აღნიშნულ საკითხს ბოლო დროს გამოეხმაურა მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალებები.

შესაბამისად ორ ქვეყანას შორის დადებითი ურთიერთობისა და თანამშრომლობის ნიშნად საჭიროა კეთილმოეწყოს აღნიშნული საფლავები.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნ-ველყოს  ქ. ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში არსებული გერმანელი ტყვეების საფლა-ვების კეთილმოწყობა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფლავების კეთილ-მოწყობა განხორციელდეს ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“-სათვის ქ. ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის საფუძველზე.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაფლაოების კეთილ-მოწყობა განხორციელდეს ქ. ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან (მერის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარე) შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.

4. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – ვაჟა ვერულიძეს.

 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

     

       

         საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები