ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 29
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

 

 

ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოების გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემის შემსწავლელი დროებითი უწყებრივი კომისიის შექმნის შესახებ

 

ცნობილია, რომ ქ. ბათუმის საკრებულოს განკარგულებით საჯარო სასაფლაოების სტატუსი მიენიჭა ურეხის დასახლებაში არსებულ გარკვეულ ტერიტორიას, რომელზედაც არსებობს მოსახლეობის განცხადება/საჩივრები.

ფაქტია, რომ ქალაქს ესაჭიროება საჯარო სასაფლაო, ფაქტია ისიც, რომ დასახლებულ ტერიტორიაზე, ისედაც თვითნებურად მოწყობილია სასაფლაოები, თუმცა ფაქტია ისიც, რომ არ უნდა იქნეს იგნორირებული მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები, თუ ისინი კანონიერი, საფუძვლიანი და დასაბუთებულია.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ   :

1.  შეიქმნას ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოების გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი დროებითი უწყებრივი კომისია (შემდგომში _კომისი) შემდეგი შემადგენ­ლობით:

 

ა) ვაჟა ვერულიძე

-

ქ. ბათუმის საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე  (კომისიის თავმჯდომარე);

 

) ალექსანდრე  ჩხარტიშვილი

-

. ბათუმის საკრებულოს  ფრაქცია „ერთობის“ თავმჯდომარე  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);

 

    კომისიის წევრები:

 

) დავით კასრაძე

-

. ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე;

 

 

) ზაურ ფატლაძე

-

. ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე;

 

 

ე) მამული ჟღენტი

-

ქ. ბათუმის საკრებულოს წევრი;

 

ვ) გიორგი კირთაძე

-

ქ. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ბათუმის მომავლისათვის“ თავმჯდომარე;

 

ზ) გიორგი დიასამიძე

-

ქ. ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე;

  

) ლაშა ბერძენიშვილი

-

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი;

 

 

) ეგარსლან ლომაძე

-

. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი;

 

 

 

) სოფიო მიქელაძე

-

. ბათუმის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი;

 

) ნუგზარ ცეცხლაძე

-

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის  განყოფილების უფროსი;

 

 

) სულხან ოქროპირიძე

-

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან  ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;

 

 

ნ) კობა ჩხეიძე

-

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მონიტორინგის  დეპარტამენტის უფროსი;

 

ო) მერაბ ძირკვაძე

-

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი;

 

პ) ნუგზარ პაპუნიძე

-

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი;

 

) ნესტან შერვაშიძე

-

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი (ექიმ-პროფილაქტიკოსი);

 

 

) დარეჯან ჯღაბაძე

-

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელვაჩაურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

 

 

) ბაკურ ბოლქვაძე

-

ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი

 (კომისიის მდივანი).

 

 

2.  კომისიამ ერთი თვის ვადაში საკრებულოს წარმოუდგინოს დასაბუთებული წერილობითი წინადადება (რეკომენდაცია) შემდეგ საკითხებზე:

ა) შესაძლებელია და მიზანშეწონილია თუ არა ბათუმის საჯარო სასაფლაო დარჩეს ურეხის დასახლებაში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოყოფილია „თვითმმართ-ველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოს სტატუსის მინიჭების შესახებ“  თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 აგვისტოს #198 განკარგულებით.

ბ) თუ „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არ არის შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი  ბათუმის საჯარო სასაფლაოების მოწყობა, მაშინ შერჩეულ იქნეს ტერიტორია (ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან ხელვაჩაურის მუნიციპალი-ტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში), სადაც შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნება          ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოს მოწყობა-განთავსება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის:  . ბათუმი, ზუბალაშვილის . 30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნო­ბიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

                       საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები