ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 28
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის

30 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივ­მოქმედი კომისიის თავმჯდომარის  უფლებამოსილება შეუწყდეს ქ. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ბათუმის მომავლისათვის“ თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს და მის ნაცვლად კომისიის თავმჯდო-მარედ შეყვანილ იქნეს ქ. ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისი-ის თავმჯდომარე ზაურ ფატლაძე, შესაბამისად „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნე-ბურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამო-სილების განმახორციელებელი მუდმივ­მოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ა)   ზაურ ფატლაძე - ქ. ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);“.

 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

    

                   საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები