2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დაწესების შესახებ“ თვითმმართველი - ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 დეკემბრის №88 განკარგულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დაწესების შესახებ“ თვითმმართველი - ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 დეკემბრის №88 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით განისაზღვროს საკრებულოს და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტი შემდეგი ოდენობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი ავტომანქანისათვის - 300 (სამასი) ლიტრი;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამსახურებრივი ავტომანქანისათვის - 200 (ორასი) ლიტრი;
გ) საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის პირველი მოადგილისა) სამსახურებრივი ავტომანქანისათვის, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის სამსახურებრივი ავტომანქანისათვის, საკრებულოს მორიგე ავტომანქანისათვის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტო-რიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაზე მიმაგრებული ავტომანქანისათვის - 150 (ას ორმოცდაათი) ლიტრი;
დ) საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი ავტომანქა-ნისათვის - არაუმეტეს 100 (ასი) ლიტრი, რომლის კონკრეტული ოდენობა აღნიშნული ზედა ზღვარის ფარგლებში განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.“.
ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებულ სამსახურებრივ ავტომანქანას წარმოადგენს ქ.ბათუმის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ავტომანქანები, აგრეთვე ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ თხოვების ან იჯარის ფორმით აღებული ავტომანქანები. საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ავტომანქანები განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული საწვავი სამსახურებრივი ავტომანქანის ძრავის შესაბამისად შეიძლება იყოს ბენზინის საწვავი (პრემიუმი) ან დიზელის საწვავი (ევრო დიზელი), რომელიც იქნება არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი.
2. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 მარტიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი