2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის № 309 განკარგულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №309 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით განკარგულების პირველი პუნქტი:
„1. დამტკიცდეს ბაღში დამთვალიერებელთა ელექტროავტობუსით (ელექტროკარი) სარგებლობისათვის საფასურისა და შესასვლელი ბილეთების ღირებულების განმსაზღვრე-ლი ტარიფები:
ა) ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ელექტროავტობუსით სარგებლობის ანუ ერთი დამთვალიერებლის გადაყვანის ღირებულება ერთი შემოსასვლელიდან (მწვანე კონცხის მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით) მეორემდე განისაზღვროს 3 (სამი) ლარით;
ბ) ელექტრო ავტობუსის ინდივიდუალური მომსახურებისას (შეკვეთებისას), ბაღის ტერიტორიაზე გადაადგილების ღირებულება განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარით;
გ) ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დამთვალიერებლის შესვლის ღირებულება განისაზრვროს საქართველოს მოქალაქეებისათვის 3 (სამი) ლარით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 6 (ექვსი) ლარით;
დ) ომის მონაწილეების და საქართველოს შეიარარებული ძალების ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებზე, რომელთა სოციალური მდგომარეობა დადგენილია, როგორც სოციალურად დაუცველი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000, ობოლ და მშობელთა მზრუნველობა მოკლებული ბავშვების (ბავშვთა სპეციალური დაწესებულებიდან) აგრეთვე 10 წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა;
ე) დაწესებული იქნას შეღავათი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებ-ზე, მაგისტრებსა და დოქტორანტებზე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე მათთვის ბაღში შესვლის საფასური განისაზღვროს 1 (ერთი) ლარით;
ვ) ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფასო დაშვების უფლებით ისარგებლონ იმ დაწესებულებათა ჯგუფებმა, რომლებთანაც ბაღს აქვს გაფორმებული მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარებმა, სტუდენტ-ლექტორთა იმ ჯგუფებმა, ვინც გადის საწარმოო პრაქტიკას. მათ შორის დაშვების საკითხს ბაღის ადმინისტრაცია მიიღებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებით;
ზ) ბოტანიკურ ბაღში საექსკურსიო გიდის მომსახურებისათვის გადასახდელი ტარიფი განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით;
თ) ბოტანიკური ბაღის ტერიტრორიაზე ღამისთევის მიზნით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით შესვლის და გაჩერებისათვის, აგრეთვე კარავის გაშლისათვის ღამისთევის საფასური ერთ სულზე განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.“.
2. განკარგულება ამოქმედდეს 2013 წლის 20 მარტიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი