ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 23
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

                

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის 299 განკარგულებაში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის 299 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:

ა) პროგრამა „ვეტერანებისა, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფა“ პროგრამული კოდი 06 02 04 (დანართი 16);

ბ) პროგრამა „სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარება“, პროგრამული კოდი 06 02 06 (დანართი 18);

 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარ                                                                              ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:
დანართი №16
დანართი №18

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები