2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
განკარგულება:გ-15.15221686
თარიღი:17/06/2022
ქალაქ ბათუმში, „ბათუმის ცენტრალური პარკი“-ს ტერიტორიაზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმში, „ბათუმის ცენტრალური პარკი“-ს ტერიტორიაზე მდებარე (ს/კ
№05.23.06.010) ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, თანახმად დანართისა.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმში, „ბათუმის ცენტრალური პარკი“-ს ტერიტორიაზე მდებარე კონკრეტული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით სარგებლობაში განკარგვისას იხელმძღვანელოს წინამდებარე განკარგულების დანართით დამატკიცებული, „ბათუმის ცენტრალური პარკი“-ს ტერიტორიაზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საფასურით და განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რამაზ ჯინჭარაძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო- საკრებულოს თავმჯდომარე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: