2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
განკარგულება:გ-15.15221685
თარიღი:17/06/2022
მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცეს თანხმობა განახორციელოს მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ მოსარგებლე შერჩეული ოჯახებისათვის ქალაქ ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N78ბ-ში, N05.26.02.015 საკადასტრო კოდით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე „ა“ და „ბ“ კორპუსებში არსებული (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, 15 წლის ვადით გადაცემა, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის სანაცვლოდ.
2. მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ მოსარგებლე შერჩეული ოჯახებისათვის კონკრეტული ბინები განისაზღვროს ლოტოტრონის წესით, რომლის ჩატარება უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რამაზ ჯინჭარაძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო- საკრებულოს თავმჯდომარე