ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515221682
თარიღი: 2022-06-17
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

განკარგულება:გ-15.15221682
თარიღი:17/06/2022


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე 9557,0 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 - საერთო ფართი 59.86 კვმ და N2- საერთო ფართი 137,97 კვმ (საკადასტრო კოდი: 05.35.28.535).

2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაცია.

3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


რამაზ ჯინჭარაძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო- საკრებულოს თავმჯდომარე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები