2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი – პროგრამა „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა“ (დანართი 8).
2. განკარგულება ძალაშია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების შესახებ (რომლითაც გათვალისწინებული იქნება ბინების სარემონტო სამუშაოებისათვის ამ განკარგულებით განსაზღვრული თანხა) საკრებულოს დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
იხილიეთ მიმაგრებული ფაილი: (დანართი 8)