ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1
თარიღი: 2022-06-17
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N1

17 ივნისი 2022 წ.
ქ. ბათუმი

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის № 34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 25/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.132.016230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში - საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით არჩეული 35 წევრისაგან, რომელთაგან 28 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 7 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„გ) საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება, კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;“.


3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ა) ბატონო/ქალბატონო თავმჯდომარევ;

ბ) ბატონო/ქალბატონო სხდომის თავმჯდომარევ;“.

4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:


„1. სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმში ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის ორი მოადგილე იკავებს სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრისათვის განკუთვნილ ადგილ(ებ)ს.“.

 

5. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, დაწყებისთანავე და მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება.“.


7. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლის 1-ლი, მე-2 და მესამე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-11 მუხლი 1- ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები;“.

9. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ე) იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები;“.

11. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს) თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროს განსაზღვრავს და ანაწილებს საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანების საფუძველზე. ამავდროულად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − ერთ-ერთი მოადგილე.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული, ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიების თავმჯდომარეთაგან უხუცესი თავმჯდომარე.

6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის

შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 20. საკრებულოს კომისიები

„1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით, საკრებულო თავისი შეხედულებებისამებრ ქმნის არაუმეტეს ხუთ კომისიას.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.

4. საკრებულოს წევრი, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/ კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.

5. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

7. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

8. საკრებულოს კომისიებია:

ა) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია; ბ) საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია; გ) ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია;

ე) განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია.

9. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია იქმნება ამ სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

10. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია იქმნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

11. ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია იქმნება ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

12. ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია იქმნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

13. განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია იქმნება განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

14. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულოს არაუმეტეს სამი თვის ვადით შეუძლია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაც განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან, რის შესახებაც კომისიის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულო. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.

15. საკრებულოს კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილება.


16. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

17. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 281 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

18. კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს იურიდიულ კომისიას. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან.

19. საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევს საკრებულოს ბიურო.

20. საკრებულოს კომისიის საქმიანობის სფერო, უფლებამოსილება და მუშაობის წესი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად კონკრეტულად განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 76–ე და 77–ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

14. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს/თანამდებობის პირების მოვალეობა კომისიის სხდომაზე

1. მერიის, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები, ასევე მუნიციაპლიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები და სხვა საჭირო მასალები. დასკვნები და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს დამუშავებას, მოძიებას ან/და დიდი მოცულობისაა კომისიას უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.

2. მერიის თანამდებობის პირი ასევე მუნიციაპლიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.“.

15. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

4. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.

7. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება.

8. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა ძირითადი საერთო პოლიტიკური მიზნები და მათი მიღწევის მეთოდები.

11. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის მიერ ფრაქციის წესდების მიღების მომენტიდან.“.

16. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 28. ფრაქციის რეგისტრაცია

1. ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.

2. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

4. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით ფრაქციის დარეგისტრირების შესახებ, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია და დასკვნას წარუდგენს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, სხდომის თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. თუ საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია საკრებულოს პირველ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დროებითი სამანდატო კომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე.


5. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის დაფუძნებიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის

დამფუძნებელი სხდომის ოქმი და ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს რაიმე მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.

6. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე.

7. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებს.“.

17. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 31. ფრაქციის სხდომა და მისი უფლებამოსილება

1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით საკითხის განხილვის დროს ფრაქცია უფლებამოსილია დანიშნოს გამომსვლელი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას.

4. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.

5. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;

თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები;

ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;

კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავის მოსაზრება საკრებულოს მიერ იმ თანამდებობის პირის კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნა/ განთავისუფლება წარმოადგენს საკრებულოს კომპეტენციას;

ნ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის ერთსაათიანი მოხსენება;

ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა საკრებულოს ვებ-გვერდზე;

პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

6. ფრაქციის მიერ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, ფრაქციას უფლება აქვს თავის კვოტის შესაბამისად ამ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის ახალი წევრის კანდიდატურა.

7. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს.

8. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით.

9. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში, საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

10. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით.

11. ფრაქციის თანამდებობის პირებია ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირები. მათი უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენების, გადარჩევის და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

18. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„დ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით წერილობით (ფრაქციის ტიტულიან ბლანკზე შესრულებული) მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს/თანამდებობის პირებს, სხვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;“.

19. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:



„თავი V1  საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია


მუხლი 351 საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია

1. საკრებულოს ბიუროს წარედგინება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.

2. საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

3. საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.

4. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო.“.

20. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ მუხლი 36. საკრებულოს ბიურო

1. საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო (შემდგომში – ბიურო), რომლის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.

 

2. ბიურო:


ა) ადგენს საკრებულოს სხდომების დღის წესრიგის პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;

გ) განსაზღვრავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტების განმხილველ დარგობრივ კომისიას (კომისიებს);

დ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;

ე) ისმენს თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ვ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ზ) ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;

თ) რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებულ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიას. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანებით გამოწვეულ ცვლილებას.

ი) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე;

კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

21. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.“.

22. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„საკრებულოს პირველი სხდომა“

23. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 38. პირველი სხდომა

„1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას,

2. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება მოქმედ საკრებულოს.“.

24. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 39. პირველი სხდომის გახსნა

„1. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს სხდომებს, უხუცესი წევრი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.

3. საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;

ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;

ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცნობად მიღება;

ზ) საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“.

25. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-40 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

მუხლი 40. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება

„1. საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულო ირჩევს დროებით სამანდატო კომისიას.“.

26. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 41-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 41. დროებითი სამანდატო კომისია

1. ახლარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, სხდომის თავმჯდომარის წარდგინებით, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით (მათ შორის ერთი თავმჯდომარე), ირჩევს დროებით სამანდატო კომისიას.

2. დროებითი სამანდატო კომისია განიხილავს საკრებულოს წევრობასთან შეუთავსებლობის შემთხვევებს, ასევე უზრუნველყობს კენჭისყრის დროს მიცემული ხმების დათვლას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფარული კენჭისყრის ბიულეტენების მომზადებას, ადგენს დასკვნას ფრაქციების მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების კანონიერების შესახებ და ახორციელებს სხვა პროცედურულ საკითხებს

3. დროებითი სამანდატო კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დაკომპლექტებამდე და ამ პერიოდამდე დროებითი სამანდატო კომისია ასრულებს იურიდიულ და საპროცედურო საკიხთა კომისიის უფლებამოსილებას.“.

27. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 42. ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყება.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 135-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება საკრებულოს ხელახალი არჩევნები.

 

28. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:


ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;

გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;

დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცნობად მიღება;

ე) საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

29. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე. თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.“.

30. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.


31. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3. საკრებულოს სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ საკრებულოს სხდომის გახსნისას რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მომდევნო ერთი საათის განმავლობაში გრძელდება რეგისტრაცია. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომის მეორე სამუშაო დღისათვის გადადების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ საკრებულოს წევრებს იმ დღესვე სათანადო ინფორმაციას აწვდის საკრებულოს აპარატი.“.


32. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 62. სხდომაზე პროექტების განხილვა

1. საკრებულომ პროექტის განხილვა, როგორც წესი შეიძლება დაიწყოს საკრებულოს შესაბამისი კომისი(ები)ის დასკვნების არსებობისას. კომისიის უარყოფითი დასკვნა ან/და ცალკეულ შემთხვევაში (თუ ჩანიშნული კომისიის სხდომა არ შედგა კომისიის წევრთა კვორუმის არ არსებობის გამო ან/და თუ კომისიის სხდომაზე არ იქნა განხილული წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი ან/და სამართლებრვი აქტის პროექტის განხილვის შედეგად არ(ვერ) იქნა მიღებული კომისიის დადებითი ან უარყოფითი დასკვნა) კომისიის დასკვნის არ არსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

2. ყოველი კონკრეტული პროექტის განხილვის დასრულებისთანავე ეწყობა კენჭისყრა. საკრებულოს სამართლებრივი აქტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

3. საკრებულოს უფლება აქვს საქართველოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ საკანონმდებლო წინადადების სახით, შესაბამისი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება ეხებოდეს ახალი კანონის მიღებას, არსებულ კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას ან მოქმედი კანონის გაუქმებას. ასეთი კანონპროექტი საკრებულოს სხდომაზე მოწონებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

33. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება სხდომაზე დამსწრეთაგან საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.“.

34. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 74. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა

1. საკრებულოს თავმჯდომარის სამ მოადგილეს, მათ შორის, პირველ მოადგილეს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.“.

35. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 75. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება

1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მათი გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მათი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.“.

36. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 76-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.“.

37. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 78-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

38. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. საკრებულოს აპარატის ფუნქციაა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება.“.

39. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 84-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ქვეპუნქტი :

„ 3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადებას;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღების, საკრებულოს თავმჯდომარის, თანამდებობის პირების და საკრებულოს სხვა წევრების თათბირების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ორგანიზებას;

გ) საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკური,
საფინანსო და სხვა საკითხების გადაწყვეტას;

დ) საკრებულოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას;

ე) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიების დავალებების შესრულებას;

ვ) საკრებულოს ხელმძღვანელობისა და საკრებულოს წევრებისათვის საინფორმაციო-
საცნობარო და სხვა მასალების მომზადებას;

ზ) საკრებულოს სხდომების ოქმის წარმოებას;

თ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საკრებულოს საქმიანობის გამოქვეყნებასა და გაშუქებას;

ი) საკრებულოში სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს;

კ) საჯარო ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებზე, საკრებულოს ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებასა და პროაქტიულად მოქალაქეებზე მიწოდების ორგანიზებას.

ლ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

რამაზ ჯინჭარაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები