2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
განკარგულება: გ -15.15221507
გოჩა მგელაძის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი - გოჩა მგელაძე საკრებულოს უფლებამოსილების ვადით არჩეულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რამაზ ჯინჭარაძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - საკრებულოს თავმჯდომარე