2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
განკარგულება:გ-15.15221505
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ
2021 წლის 02 ოქტომბერს არჩეული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა სრული შემადგენლობის განსაზღვრისა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა სრული შემადგენლობა შემდეგი სახით:
ა) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია - 15 წევრი;
ბ) საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია - 15 წევრი; გ) ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია - 12 წევრი;
დ) განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია - 15 წევრი. ე) ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია - 12 წევრი;
2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები:
კომისის დასახელება |
კომისიის წევრთა რაოდენობა |
ფრაქცია„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ |
უფრაქციო წევრები |
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია |
|
|
|
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია |
|
|
|
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია |
|
|
|
განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთაკომისია |
|
|
|
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომისია |
|
|
|
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრების მიერ ამ განკარგულებით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი განცხადებების წარდგენის შემთხვევაში პრიორიტეტულობა განისაზღვრება მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რამაზ ჯინჭარაძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო- საკრებულოს თავმჯდომარე