ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 12
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№12

2013 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებთვით­­­­­­­­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

 

მუხლი 1.

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებთვით­­­­­­­­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის36 დადგე­ნი­ლე­ბა­ში (სსმ V, #65, 17.12.2010, მუხ.1951) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–6 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არ არსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად..

 ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ბრძანების სახით ღებულობს . საკრებულოს თავმჯდომარე. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი. მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანების დამოწმებული ასლი) განმცხადებელს ეგზავნება ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის ტიტულიანი წერილით, რომელსაც დადებითი გადაწყვეტი-ლების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენ­ტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი..

 

მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქ­ვ­ე­­ყ­­ნე­ბისთანავე.

 

 

 

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           ირაკლი  ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები