2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.152121513
ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქ. N10/12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ალექსანდრე ხომერიკის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და
„მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5–7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქ. N10/12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს ალექსანდრე ხომერიკის მემორიალური დაფა.
2. მემორიალური დაფა განთავსდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის) მიხედვით.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე