ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 15152121510
თარიღი: 2021-08-03
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.152121510


ქალაქ ბათუმში კობალაძის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის (ახლანდელი შალვა ინასარიძის I ჩიხსა და შალვა ინასარიძის ქუჩის N21-დან ბოლომდე (შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე(წრიულამდე) მონაკვეთი) ქუჩად ჩამოყალიბებისა და მასზედ დავით მამულაძის სახელის, ხოლო შალვა ინასარიძის II ჩიხისთვის (ახლანდელი ინასარიძისა და ანგისის ქუჩებს შორის მონაკვეთი) დავით მამულაძის I შესახვევის მინიჭების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქალაქ ბათუმში კობალაძის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთი (ახლანდელი შალვა ინასარიძის I ჩიხსა და შალვა ინასარიძის ქუჩის N21-დან ბოლომდე (შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე(წრიულამდე)) მონაკვეთი) ჩამოყალიბდეს ქუჩად და მიენიჭოს დავით მამულაძის სახელი, ხოლო შალვა ინასარიძის II ჩიხს (ახლანდელი ინასარიძისა და ანგისის ქუჩებს შორის მონაკვეთი) დავით მამულაძის I შესახვევი (თანახმად თანდართული სიტუაციური გეგმისა).

2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წინამდებარე განკარგულების თანახმად, განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე

 

იხილეთ მიმაგრბეული ფაილი:

დანართი 1

დანართი 2

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები