ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 11
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

11

2013 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებთვით­­­­­­­­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგე­ნი­ლე­ბა­ში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებთვით­­­­­­­­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგე­ნი­ლე­ბა­ში (სსმ, 2.03.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 5. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება:

 

1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას.

2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს  ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე (გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

3. . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ ადგილზე, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღრულია გარე ვაჭრობის ადგილისათვის, გარდა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს . ბათუმის მერიას.

5. განცხადება ერთდროულად შეიძლება წარდგენილი იქნას გარე ვაჭრობის უფლების რამოდენიმე ადგილზე მიცემის მოთხოვნით. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178- მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს:

) დაინტერესებული პირის სახელს და მისამართს, მათ შორის საფოსტო მისამართს. თუ განცხადებაში საფოსტო მისამართი პირდაპირ არაა მითითებული, ასეთ მისამართად ჩაითვლება განცხადებაში მითითებული მისამართი;

) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის ზუსტ დასახელებას, რომელზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება;

) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას;

) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს;

) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების საკითხის განხილვისას.

6. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია, წესდება ან წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

7. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება (გარე ვაჭრობის უფლების მიცემის ან მასზე უარის თქმის  შესახებ) მიიღება ბრძანების სახით განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-4–მე-6 პუქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

8. გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე ან/და მიცემაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების (საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების) პროექტს ამზადებს . ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური.

9. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭების თაობაზე . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება უნდა ადგენდეს:

) გარე ვაჭრობის უფლების ვადას. თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად, გარე ვაჭრობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას;

) გარე ვაჭრობის უფლების მთლიან საფასურს;

) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვადებს;

) გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს ოდენობა;

) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა;

) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება;

) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე;

) მითითებას წყლის და დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე;

) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე;

) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორმით გადაცემას;

) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ერთი ადგილის/ლოტის მიმართ გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებაზე განცხადება წარდგენილი აქვს ერთზე მეტ დაინტერესებულ პირს, აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობის უფლება ავტომატურად ენიჭება პირს, რომლის განცხადებაც აღნიშნული მოთხოვნით პირველი დარეგისტრირდება . ბათუმის მერიაში. განცხადება არ ითვლება ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილად, თუ განცხადება წარდგენილია გარე ვაჭრობის ისეთი ადგილის/ლოტის მიმართ, რომელზეც უკვე გაცემულია გარე ვაჭრობის უფლება, თუნდაც აღნიშნული უფლების გაუქმების თაობაზე დაწყებული იყოს წარმოება, მაგრამ არ არის მიღებული გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების თაობაზე.

11. თვითმმართველ . ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მისცეს იმ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ან თვითმმართველ . ბათუმის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის აღნიშნული ტერიტორია, თუ აღნიშნული ტერიტორია წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობისათვის. 

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარე ვაჭრობის საფასური მთლიანად ირიცხება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან თვითმმართველ . ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულია იმდაგვარად, რომ კონკრეტული ადგილების გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრა ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან თვითმმართველ . ბათუმის მიერ დაფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული ლანდშაფტის ტერიტორია, კონკრეტული ადგილების გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრა სავალდებულოა შეთანხმებული იყოს . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან.

14. გარე ვაჭრობის უფლება მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე არ ექვემდებარება სხვა პირზე გადაცემას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების შემთხვევაში, სხვა პირზე გარე ვაჭრობის უფლების მიცემა ხდება წინამდებარე წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.    

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად გარე ვაჭრობის უფლების მოთხოვნის დათმობის ან/და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე სხვა პირზე გადაცემად არ ითვლება შემთხვევა, როცა პირი ნივთის რეალიზაციას/მომსახურების გაწევას ახორციელებს მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირის მეშვეობით. ასეთ დროს გარე ვაჭრობის უფლების მქონე ვალდებულია გარე ვაჭრობის უფლების მიმცემს წარუდგინოს შესაბამისი ხელშეკრულება (გარიგება) ან/და სხვა აქტი, რომელიც ადასტურებს პირის მასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს.

16. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.“.

 

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს გარე ვაჭრობის უფლებას აძლევს . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის უშუალოდ მომიჯნავე საზოგა­დოებრივი სივრცე, ასევე, საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილი წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.“.

 

მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქ­ვ­ე­­ყ­­ნე­ბისთანავე.

 

 

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                           ირაკლი  ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები