2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15212156
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქ.№82-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქ.№82-ში მდებარე 671,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. 05.26.02.148).
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული უძრავი ქონების - ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქ.№82-ში მდებარე 671,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ.05.26.02.148) პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ბადრი სოლომონიძისა და თინა ჩოგაძისათვის თანასაკუთრებაში გადაცემა იმ პირობით, რომ შესაბამისი გარიგების (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ბადრი სოლომონიძე და თინა ჩოგაძე მათ თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას - ქალაქ ბათუმში, გალაქტიონ ტაბიძის ქ.№2-ში მდებარე 271,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (ს.კ. 05.25.05.027) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას შემდგომში, მისი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით;
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება მისი ბადრი სოლომონიძისა და თინა ჩოგაძისათვის პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად თანასაკუთრებაში გადაცემა, თინა ჩოგაძის და ბადრი სოლომონიძის მიერ მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ბათუმში, გალაქტიონ ტაბიძის ქ.№2-ში მდებარე 271,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.25.05.027) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა და შემდგომში მისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადმოცემა.
სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს მისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაცია.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქ ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე