2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15212155
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქალაქ ბათუმში, პ.რურუას ქ.№12-ის მიმდებარედ არსებული 1589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: 05.25.11.408) 137.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სერვიტუტის უფლებით დატვირთვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, პ. რურუას ქ.№12-ის მიმდებარედ არსებული
1589.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი:
05.25.11.408) 137,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შპს „ელთ ბილდინგი“-ს (ს/ნ 445471285 ) სასარგებლოდ
05 წლის ვადით სერვიტუტის უფლებით დატვირთვის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების სერვიტუტის უფლებით სარგებლობის საფასური განისაზღვროს წელიწადში 3200 (სამი ათას ორასი) ლარის ოდენობით.
3. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება შპს „ელთ ბილდინგი“-ს (ს/ნ 445471285 ) სასარგებლოდ სერვიტუტის უფლებით დაიტვირთოს იმ პირობით, რომ იგი არ მოახდენს სერვიტუტის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების შემოსაზღვრას და არ შეზღუდავს მასზე, როგორც ქვეითად მოსიარულეთა, ასევე სხვისი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე