ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515212151
თარიღი: 2021-08-03
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15212151


ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობის გამოყოფის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით გამოიყოს ხელოვნების ცენტრის შენობა, მდებარე: ქ. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ.№1.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შენობაში საარჩევნო ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს აღნიშნულ შენობაში განსახორციელებელ (ჩასატარებელ) კულტურულ და სხვა ღონისძიებებს, რისთვისაც N79-ე ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიას და ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციას ეთხოვოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა.

3. წინამდებარე განკარგულების შესახებ ეცნობოს N79-ე ბათუმის საოლქო- საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 


სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები