ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 15152119621
თარიღი: 2021-07-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.152119621


ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა N1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ბიჭიკო დიასამიძის მემორიალური დაფის ბარელიეფით განთავსების თაობაზე

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა N1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს ბიჭიკო დიასამიძის მემორიალური დაფა ბარელიეფით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის) მიხედვით.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მემორიალური დაფის ბარელიეფით განთავსებას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს „სრულიად საქართველოს დიასამიძეთა საგვარეულო საზოგადოება“.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები