ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 10
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№10

2013 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

 თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო

მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ“

თვით­­­­­­­­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის23 დადგე­ნი­ლე­ბა­ში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებთვით­­­­­­­­ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგე­ნი­ლე­ბა­ში (სსმ V, #46, 3.11.2010, მუხ.1356) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საგზაო მოძრაობის რეგულირებას (გარდა საგზაო მოძრაობის დაგეგმვის დოკუმენტით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის რეგულირებისა) ახორციელებს ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.“.

 

მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქ­ვ­ე­­ყ­­ნე­ბისთანავე.

 

 

 

        საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                            ირაკლი  ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები