2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.152119617
ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. N2-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ზაზა ხალვაშის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ბათუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N2–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს ზაზა ხალვაშის სახელობის მემორიალური დაფა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის, ადგილმდებარეობის) მიხედვით.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მემორიალური დაფის განთავსებას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ბათუმელ რეჟისორთა კავშირი „ბათუმის ტალღა“.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე