2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.152119611
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №გ-15.152108914 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 დეკემბრის N42 დადგენილების (ცვლილება: დადგენილება N17, 25.06.2021წ) შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნას ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №გ-15.152108914 განკარგულებაში და განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულების (დანართი 1) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქვეპროგრამის ასიგნებათა ჯამური მოცულობა შეადგენს 210 000 (ორას ათი ათასი) ლარს, ხოლო თითოეული ღონისძიების განხორციელებისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან (შემდგომი - მერია) მოთხოვნილი თანხა განისაზღვრება, არაუმეტეს 35 000 ლარისა.“.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე