2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.152119610
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ბაღის I შესახვევის №3-ის მიმდებარედ არსებული 720.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ბაღის I შესახვევი №3-ის მიმდებარედ არსებული 720.00 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.34.25.974) შპს ,,BWC“-სათვის (ს/ნ 245622982) პირდაპირი განკარგვის წესით, 01 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, სასტუმროს მშენებლობის პერიოდში გამოსაყენებლად.
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს წელიწადში 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით.
3. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება შპს ,,BWC” (ს/ ნ 245622982) პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაეცეს იმ პირობით, რომ იგი შეინარჩუნებს სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ხე-მცენარეებს და სარგებლობის ხელშეკრულების დასრულებიდან 3 თვის ვადაში ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-სთან შეთანხმებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ბათუმში, ბაღის I შესახვევი №3-ის მიმდებარედ არსებული 720.00 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:
05.34.25.974) მოაწყობს სკვერს (დასასვენებელ საზოგადოებრივ პარკს), რაშიც განახორციელებს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიციას.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე