ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 9
თარიღი: 2013-02-28
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№9

2013 წლის 28 თებერვალი

ქალაქი ბათუმი

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)

 დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის

30 ივნისის 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

  ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  :

      მუხლი 1.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის -  ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის9 დადგენი­ლებით (გაზეთიბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების (რეგლამენტის) 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 43.

1. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საკრებულოს  სამართლებრივი აქტებით.

2. საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შესაბამის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერის წარდგინებით.

3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით მიეკუთვნება თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას (გარდა ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, როგორც მერიის, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის უშულო  უფლებამოსილება (მათ შორის საფინანსო დოკუმენ–ტაციის ხელმოწერაზე) გადაწყვეტილების მიღება ხდება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის მერიის დებულებით) დადგენილი წესით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.

4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.“.

 მუხლი 2.

წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ ჩანაწერებსა (სამართლებრივ ნორმებსა) და მის ამოქმედებამდე მიღებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ჩანაწერებს (სამართლებრივ ნორმებს) შორის კოლიზიის (წინააღმდეგობის) შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ ჩანაწერებს (სამართლებრივ ნორმებს).

    მუხლი 3.

1. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლა არ იწვევს ქალაქ ბათუმის მერის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ისინი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას;

2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რო­მ­ე­­ლიც წინამდე­ბარე დადგენილებით განისაზღვრა, როგორც . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის  უფლება­მო­სი­ლ­ე­ბ­ად, მაგრამ წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე მიკუთ­ვნ­ე­ბუ­ლი ჰქონდა                  ქ. ბათუმის მერიას ან/და მერიის შესაბამის სამსახურს, წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტი­ლებად.

 3. . ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წინამდებარე დად­გე­ნი­ლ­ე­ბის ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვ­ლი­ლებების ან/და დამატებების შე­ტა­ნა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმი­ნი­ს­ტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღი­არება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. წინამდებარე დად­გე­ნი­ლ­ე­ბის ძალაში შესვლამდე ქ. ბათუმის მერიის ან/და მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიცეს წინამდებარე დადგენილების შესაბამი­ს­ად.

  მუხლი 4.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

 


საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                                   ირაკლი  ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები