2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15211969
მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203582 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმში, ჟ.შარტავას გამზირი №22-ში არსებული 51,20 კვ.მ. ფართის №25 და 51,40 კვ.მ. ფართის
№32 საცხოვრებელი ბინების (კორპუსი „ა“; მე-5 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.27.05.017.01.01.025 და კორპუსი „ა“; მე-5 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.27.05.017.01.01.032) შემდეგი მრავალშვილიანი ოჯახისათვის: თამარ დოლიძისათვის (პ/№61001041659); ნიკოლოზ მეტრეველისათვის (პ/
№61001008074); ქეთევან მეტრეველისათვის (პ/№61801090069); პანტელეიმონ მეტრეველისათვის (პ/№61350000456); მარიამი მეტრეველისათვის (პ/№61350003399); ანნა მეტრეველისათვის (პ/№61650008170); იოანე მეტრეველისათვის (პ/№61250014594); გიორგი მეტრეველისათვის (პ/№61750034534) საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე.
2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია: „მესაკუთრეებს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა.“.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე