ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515211966
თარიღი: 2021-07-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15211966


ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გაგრძელებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ


„საქართველოს კონსტიტუციის“, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოწონებული იქნას ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გაგრძელების მშენებლობის პროექტი (თან ერთვის).

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს „საქართველოს კონსტიტუციის“ და
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

3. ინასარიძის ქუჩის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გაგრძელების მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების ექსპროპრიატორის მიერ კომპენსაცია განხორციელდეს შეთანხმების საფუძველზე, ძირითადად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ბინების) სახით, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულების მიხედვით ტოლფასოვანად.

4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონიძიებების განხორციელება.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 


სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები