ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515211965
თარიღი: 2021-07-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15211965


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, „ISUZU BOGDAN A092“ მარკის ავტობუსი: სარეგისტრაციო ნომერი DD530LL საიდენტიფიკაციო ნომერი Y7BA092014B000337; გამოშვების წელი 2004; ნარჩენი ღირებულებით
1467 (ერთი ათას ოთხას სამოცდაშვიდი) ლარი, შემდგომში ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო-საკრებულოს თავმჯდომარე

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები