ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515211962
თარიღი: 2021-07-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15211962

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული „HYUNDAI SONATA“-ს მარკის ავტომობილი: სარეგისტრაციო ნომერი - №SGG944; საიდენტიფიკაციო ნომერი - KMHEC41BBBA281754; გამოშვების წელი - 2011, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით.

2. ეთხოვოს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო- საკრებულოს თავმჯდომარე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები