ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 1515211961
თარიღი: 2021-07-15
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება: გ-15.15211961

 

ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/17-ში მდებარე 1242,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.29.23.029) და ქალაქ ბათუმში, შალვა დადიანის ქ. №3ა-ში არსებული 87,00 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:
05.29.23.013) კონფიგურაციის რაციონალურ ცვლილებასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 04 მაისის №194010 (კანცელარიის №06-1421133610-03; 13.05.2021წ.) წერილი, რომელიც ეხება შპს „პ08“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 445539524) წარმომადგენლის (დირექტორი) დემურ დიასამიძის (პ/ნ:61001029125) მიერ წარდგენილი №882021273952 სარეგისტრაციო განცხადების მიხედვით, უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 05.29.23.029) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას და 2021 წლის 02 მაისის №191600 (კანც. №19-
1421133410-03; 13.05.2021წ.) წერილი, რომელიც ეხება შპს „პ08“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 445539524) წარმომადგენლის (დირექტორი) დემურ დიასამიძის (პ/ნ:61001029125) მიერ წარდგენილი №882021273889 სარეგისტრაციო განცხადების მიხედვით, უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი:
05.29.23.013) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას. ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/17-ში მდებარე 1070,00 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.29.23.022) და ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/17-ში მდებარე 173,00 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.29.23.024) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასხვისებული (პრივატიზებული) იქნა აუქციონის წესით. შემდგომში გაერთიანებული 1242,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი
№05.29.23.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია შპს „პ08“-ს საკუთრებაში. ხოლო ქალაქ ბათუმში, შალვა დადიანის ქ. №3ა-ში (ყოფ. მაიაკოვსკის ქ. №55/17) მდებარე 87,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა ტარიელ ჩიხლაძის საკუთრებაში (საკუთრების უფლების მოწმობა №2344, 30.05.2013). 2021 წლის 19 თებერვალს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს
„პ08“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 445539524) საკუთრების უფლება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა ქალაქ ბათუმში, შალვა დადიანის ქუჩის გაფართოებისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც საჭირო გახდა შპს „პ08“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 445539524) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდი: 05.29.23.029; 05.29.23.013) ნაწილის გამოყე‐ ნება, გამომდინარე აქედან კი აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული საზღვრების ცვლილება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა განხორციელდეს შპს „პ08“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 445539524) საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/17-ში მდებარე 1242,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.29.23.029) და ქალაქ ბათუმში, შალვა დადიანის ქუჩა №3ა-ში მდებარე 87,00 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.29.23.031) კონფიგურაციის რაციონალური შეცვლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 51-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ ბათუმში მდებარე შიდა სატრანსპორტო გზის, შალვა დადიანის ქუჩის გაფართოების და ტროტუარის მოწყობისათვის საჭიროებიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცეს თანხმობა განახორციელოს ქალაქ ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/17-ში მდებარე 1242,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.29.23.029) და ქალაქ ბათუმში, შალვა დადიანის ქალაქ
№3ა-ში მდებარე 87,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.29.23.013) კონფიგურაციის რაციონალური შეცვლა.

2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ განკარგულების შესრულების მიზნით გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30), მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


სულიკო თებიძე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო - საკრებულოს თავმჯდომარე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები